დღე 5 – დღევანდელი დღე გახლდათ ცოტა განსხვავებული სხვა ტრენინგ დღეებისგან. დღეს მოგვიწია დროებით დაგვევიწყებინა რომ ვიყავით მასწავლებლები და უნდა მოგვერგო მოსწავლის როლი. მინდა გითხრათ რომ ცოტა არ იყოს გამიჭირდა. თუმცა ვიყავი უფრო თავისუფალი, რადგან შესაძლო შეცდომების დაშვების გამო არ ვიქნებოდი შეზღუდული, რადგან ,,მოსწავლე" ვარ და არა მასწავლებელი. მასწავლებლისგან განსხვავებით მოსწავლეს ეპატიება შეცდომების დაშვება.
იმედია კარგად მოვირგებთ მოსწავლის როლს და ცოტა ხნით დავბრუნდებით ბავშვობაში
ReplyDeleteკარგი რამ არის ბავშვობა. მასწავლებლებს კი გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღე გავხდეთ ბავშვები,ვიყოთ მათი თანატოლნი და მათი ტკივილის და სიხარულის გამზიარებელნი. მადლობ აუფალს რომ ეს შესაძლებლობა მომცა. ეს არის საოცარი სამყარო რომელიც არ არის ერთფეროვანი,მუდმივად ცვალებადი და მოულოდნელობით აღსავსე. აი ეს ხიბლი აქვს მასწავლებლის პროფესიას. მსურს ყველამ ერთხელ მაიც გამოსცადოს ის მუხტი რასაც მასწავლებელი გრძნობს გაკვეთილზე, დერეფანში, ქუჩაში. მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარული და სითბო გვავიწყებინებს ყველა პრობლემას. ეს არის პროფესია, თუ ერთხელ დაავადდი განკურნება ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელი.
ReplyDelete