Saturday, November 23, 2013

ესეც ჩვენი მე 9 დღე. შევაჯამეთ რვა დღის  ნაშრომი პრეზენტაციის სახით. გადავიტანეთ პრეზენტაციები ბლოგზე და კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. გული მწყდება რომ დასრულდა პროექტი. ძალიან კარგი ჯგუფი იყო.მოტივირებული და მანდომებული. მადლობა ტრენერს რომ ჩვენთან ერთად ნაბიჯ ნაბიჯ გაიარა intel ის მიერ მოწოდებული ტრენინგ კურსი. 

Sunday, November 17, 2013

დღე 8     დატვირტული მაგრამ სახალისო. დავასრულეთ ჩვენი პროექტი,უამრავი რამ ვაკეთეთ. დავასრულეთ პრეზენტაცია,გეგმის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე,ვისწავლეთ ლინკების დართვა და კიდევ რა ჩამოთვლის რამდენი კარგი რამ. მიხარია რომ ამდენი დღის დაუღალავი შრომის შემდეგ დასასრულს მივუახლოვდით,მაგრამ სადღაც გული მწყდება რომ შაბათის შემდეგ აღარ გვექნება ერთად მუშაობის საშუალება. მოუთმენლად ველი შაბათ დღეს და პრეზენტაციებს. მოვისმენთ განსხვავებულ პრეზენტაციებს. ცოტა არ იყოს ვღელავ, რა გამოვა ბოლოს სურვილი მკლავს გავიგო.

Saturday, November 16, 2013

დღე  7–––– საინტერესოდ ჩაიარა დღემ. გავეცანით და გავიხსენეთ გარდნერი და სკაფოლდინგი.კიდევ ერთხელ გადავხედთ ჩეკლისტს. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და გავაკეთეთ მოსწავლეთა თვითშფასების  რუბრიკა. ასევე ვიმუშავეთ ვიცი,მინდა ვიცოდეთ ცხრილზე. ხვალ კიდევ უფრო მეტ რამეს დავამატებთ ჩვენ საყვარელ პროექტს და თითქმის დავასრულებთ.დაველოდებით შემდეგ შაბათს სულმოუთქმელად და თითოეული მასწავლებლის პრეზენტაციას მოვისმენთ.

Sunday, November 3, 2013

ჰელოვინი

ჰელოვინი
დღე 6 დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო და დატვირთული. ყოველთვის მქონდა განცდა რომ ჩემ ბლოგს რაღაც აკლია, დღევანდელმა დღემ ეს დანაკლისი შემივსო.ჩავამატეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩამონათვალის ჩანართები და ამირიდან შევძლებ თანდთან სრულყოფილი გავხადო ის. ვისწავლეთ ვიდეოს გადატანა ბლოგზე.

Saturday, November 2, 2013

ჩემი ოცნების გაკვეთილი


დღე 5  –  ღევანდელი დღე გახლდათ ცოტა განსხვავებული სხვა ტრენინგ დღეებისგან. დღეს მოგვიწია დროებით დაგვევიწყებინა რომ ვიყავით მასწავლებლები და უნდა მოგვერგო მოსწავლის როლი. მინდა გითხრათ რომ ცოტა არ იყოს გამიჭირდა. თუმცა ვიყავი უფრო თავისუფალი, რადგან შესაძლო შეცდომების დაშვების გამო არ ვიქნებოდი შეზღუდული, რადგან ,,მოსწავლე" ვარ და არა მასწავლებელი. მასწავლებლისგან განსხვავებით მოსწავლეს ეპატიება შეცდომების დაშვება.