Wednesday, December 18, 2013
Tuesday, December 17, 2013
Friday, December 13, 2013
Thursday, December 12, 2013
Thursday, December 5, 2013
Saturday, November 23, 2013
ესეც ჩვენი მე 9 დღე. შევაჯამეთ რვა დღის ნაშრომი პრეზენტაციის სახით. გადავიტანეთ პრეზენტაციები ბლოგზე და კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. გული მწყდება რომ დასრულდა პროექტი. ძალიან კარგი ჯგუფი იყო.მოტივირებული და მანდომებული. მადლობა ტრენერს რომ ჩვენთან ერთად ნაბიჯ ნაბიჯ გაიარა intel ის მიერ მოწოდებული ტრენინგ კურსი.
Friday, November 22, 2013
Sunday, November 17, 2013
დღე 8 დატვირტული მაგრამ სახალისო. დავასრულეთ ჩვენი პროექტი,უამრავი რამ ვაკეთეთ. დავასრულეთ პრეზენტაცია,გეგმის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე,ვისწავლეთ ლინკების დართვა და კიდევ რა ჩამოთვლის რამდენი კარგი რამ. მიხარია რომ ამდენი დღის დაუღალავი შრომის შემდეგ დასასრულს მივუახლოვდით,მაგრამ სადღაც გული მწყდება რომ შაბათის შემდეგ აღარ გვექნება ერთად მუშაობის საშუალება. მოუთმენლად ველი შაბათ დღეს და პრეზენტაციებს. მოვისმენთ განსხვავებულ პრეზენტაციებს. ცოტა არ იყოს ვღელავ, რა გამოვა ბოლოს სურვილი მკლავს გავიგო.
Saturday, November 16, 2013
დღე 7–––– საინტერესოდ ჩაიარა დღემ. გავეცანით და გავიხსენეთ გარდნერი და სკაფოლდინგი.კიდევ ერთხელ გადავხედთ ჩეკლისტს. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და გავაკეთეთ მოსწავლეთა თვითშფასების რუბრიკა. ასევე ვიმუშავეთ ვიცი,მინდა ვიცოდეთ ცხრილზე. ხვალ კიდევ უფრო მეტ რამეს დავამატებთ ჩვენ საყვარელ პროექტს და თითქმის დავასრულებთ.დაველოდებით შემდეგ შაბათს სულმოუთქმელად და თითოეული მასწავლებლის პრეზენტაციას მოვისმენთ.
Sunday, November 3, 2013
Saturday, November 2, 2013
დღე 5 – დღევანდელი დღე გახლდათ ცოტა განსხვავებული სხვა ტრენინგ დღეებისგან. დღეს მოგვიწია დროებით დაგვევიწყებინა რომ ვიყავით მასწავლებლები და უნდა მოგვერგო მოსწავლის როლი. მინდა გითხრათ რომ ცოტა არ იყოს გამიჭირდა. თუმცა ვიყავი უფრო თავისუფალი, რადგან შესაძლო შეცდომების დაშვების გამო არ ვიქნებოდი შეზღუდული, რადგან ,,მოსწავლე" ვარ და არა მასწავლებელი. მასწავლებლისგან განსხვავებით მოსწავლეს ეპატიება შეცდომების დაშვება.
Sunday, October 27, 2013
დღე 4 რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რაზეც დიდი დრო დავხარჯეთ. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ზოგადი კითხვის დასმა. ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე. გავაკეთეთ პრეზენტაცია, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. დღემ მშვენივრად ჩაიარა.
Saturday, October 26, 2013
ძალიან შემიყვარდა ბლოგები. თითქმის ყოველ საათში შემოვდივარ და ვამოწმებ ახალი კომენტარი ხომ არაა.პატარა ბავშვივით მიხარია. intel –მა ამდენი მასწავლებელი გაგვაერთიანა. მადლობა ამ პროგრამის შემქმნელებს.
ზოგადი კითხვა : საიდან მოვდივართ ჩვენ?
თემატური კითხვა :რა არის სიცოცხლე?
შინაარსობლივი კითხვა:რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ჩვენი პლანეტა?
რამ გამოიწვია აღნიშნული საფრთხეები? ჩამოთვალეთ ისინი.
ზოგადი კითხვა : საიდან მოვდივართ ჩვენ?
თემატური კითხვა :რა არის სიცოცხლე?
შინაარსობლივი კითხვა:რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ჩვენი პლანეტა?
რამ გამოიწვია აღნიშნული საფრთხეები? ჩამოთვალეთ ისინი.
ხვალ 27 ოქტომბერი. დილის 9 საათზე ტრენინგი.
1 საათზე მოქალაქეობრივი ვალის მოხდა.
საღამოს ტრენინგის საშინაო დავალებების შესრულება, მეორე დღისთვის მომზადება.ტესტების გასწორება, ყოველდღიური გეგმების დაწერა. ბავშვების მეცადინეობა მოწესრიგება.
აი ასეთი საინტერესო დღე მელის.
p.s.ეგზიტპოლების შედეგები და ექსპერტების შეფასებები. და რაც მთავარია ახალი პრეზიდენტი. რა საინტერესო დღე გამოვიდა.
1 საათზე მოქალაქეობრივი ვალის მოხდა.
საღამოს ტრენინგის საშინაო დავალებების შესრულება, მეორე დღისთვის მომზადება.ტესტების გასწორება, ყოველდღიური გეგმების დაწერა. ბავშვების მეცადინეობა მოწესრიგება.
აი ასეთი საინტერესო დღე მელის.
p.s.ეგზიტპოლების შედეგები და ექსპერტების შეფასებები. და რაც მთავარია ახალი პრეზიდენტი. რა საინტერესო დღე გამოვიდა.
ძალიან მინდა ბევრი კომენტარი ვწერო,მაგრამ ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა.როდესაც უნდა გამოვაქვეყნო ითხოვს ინგლისური ასოების აკრეფას.ისე დახლართულათაა დაწერილი რომ მე ძლივს ვარჩევ ინგლისურის მასწავლებელი და წარმომიდგენია სხვები რა დღეში არიან. თუ მარტო მე მიშლის ხელს?
ეს ხუმრობით რა თქმაუნდა. ველი თქვენ კომენტარებს.
ეს ხუმრობით რა თქმაუნდა. ველი თქვენ კომენტარებს.
Sunday, October 20, 2013
დღე 2 –––– დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. დრო ისე გავიდა რესურსების დამზადებაში რომ თითქმის არ დავღლილვარ. coffee break ძალიან მესიამოვნა. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა ზარხოზაშვილს ყავისთვის და ტკბილეულით გამასპინძლებისთვის. და რაღათქმა უნდა მადლობა მასპინძელ სკოლას და მათ წარმომადგენელს თამუნა ხადურს ყავის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფისთვი.
Saturday, October 19, 2013
დღევანდელმა დღემ ჩაიარა ნაყოფიერად.საოცრად აღრფრთოვანებული დავბრუნდი სახლში და შეკითხვაზე ღირს თუ არა ამ ტრენინგზე დასწრებაო, რომ მკითხეს სიტყვებს ვერ ვპოულობდი, თუ როგორ გადმომეცა ის კმაყოფილება რაც მივიღე ტრენინგის მსვლელობის დროს.ეს არის ტრენინგი რომელმაც ბევრ კითხვას გასცა პასუხი და თითქოს ჩემი თავი მაპოვნინა.მადლობა ამისთვის მასწავლებლის სახლს და ჩვენ უძვირფასეს ტრენერს ნათიას.
Subscribe to:
Posts (Atom)